პრემიერმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები და 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
“პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „აბრეშუმის გზის“ ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა – სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა “ფრიდრიხ ებერტის” უძველეს პოლიტიკურ ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები