მიხეილ ჯანელიძე: არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ხელს შეუშლის

მას შემდეგ, რაც შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში, არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ხელს შეუშლის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, დღეს ძალიან მკაფიოდ დადასტურდა გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი.
„ითქვა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და ისიც, რომ დროში გაჭიანურება არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მას შემდეგ, რაც შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში, არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ხელს შეუშლის”, – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები