გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უწყებებს შორის გაძლიერებულმა თანამშრომლობამ კონკრეტული პოზიტიური შედეგები უკვე გამოიღო.
„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად ვიზიტში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია. ასევე, საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო.
მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხის თაობაზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები