ნატო ბალტიის ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში დაჯგუფებას გააძლიერებს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში ალიანსის თითო ბატალიონის განთავსების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყნებში დაჯგუფების გაძლიერება მომავალი წლიდან დაიწყება. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეს ზომები ალიანსში შემავალი წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იქნება მიღებული.
თითოეულ ქვედანაყოფში 800-დან 1000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იქნება. ერთ ბატალიონში ამერიკელი, ხოლო ორში გერმანელი და ბრიტანელი სამხედროები შევლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები