ორლანდოში ალიგატორმა 2 წლის ბავშვი გაიტაცა

აშშ-ის ორლანდოს შტატში პოლიცია 2 წლის ბავშვს ეძებს, რომელიც Walt Disney World-ის პარკში ალიგატორმა გაიტაცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი ტბა Seven Seas Lagoon-ის მახლობლად მოხდა.
ალიგატორი ბავშვს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ოჯახი ტბის პირას ისვენებდა. ბავშვის მამა მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის ძებნის ღონისძიებებში 50 პოლიციელი მონაწილეობს. Walt Disney World-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქამდე პარკში ადამიანზე ალიგატორის თავდასხმა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები