მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.
მან თანამშრომლებს სამუშაო გარემო და გუნდი პირადად გააცნო. ახალი თანამშრომლები სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ.
მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. მიმდინარეობს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რომლითაც სამომავლოდ თანამშრომელთა ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.
გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის მოწყობილია შესაბამისის გარემო და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სერვისების მისაღებად.
აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ჟესტების ენით მოქალაქეების მომსახურებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები