საკრებულოს წევრები შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: გულიკო ზუმბაძე, ლია ჯახველაძე და შორენა ბუხრაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
საკრებულოს პრესსამსახუირს ცნობით, დავით აღმაშენებლის აკადემიაში გამართულ ღონისძიებას, რომელიც სასწავლებლისა და მოდის სახლის ,,მარიგოლდის’’ მიერ იყო ორგანიზებული, საკრებულის წევრების სამაჟორიტარო რაიონებში მცხოვრები შშმ ბავშვები და საბურთალოს სარეაბილიტაციო ცენტრის – „სანნის“ აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ბავშვებს შშმ პირების უფლებების დაცვის დღე მიულოცეს და საზოგადოებაში მათი კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონიძიების ფარგლებში მოდის სახლ ,,მარიგოლდსა’’ და დავით აღმაშენებლის აკადემიას შორის შშმ პირების განათლებისა და მათი შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას მუსიკალურად მარინა თავართქილაძის სტუდიის ბავშვები აფორმებდნენ, სადაც ლელა ბერძენიშვილის მუსიკასა და ტექსტზე შექმნილი სიმღერის – „უფლისთვის დანთებული სანთლების“ პრემიერა გაიმართა.