საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. ჰოლანდიელ კოლეგას ჯენინ ჰენის-პლასჩერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ჰოლანდიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და ჯენინ ჰენის-პლასჩერტი განცხადებებს გააკეთებენ. ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ჯენინ ჰენის-პლასჩერტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ – მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები