საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების დეპორტაცია გადაწყვიტა

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტირება მოხდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ გულშემატკივრებმა „ევრო-2016“-ზე შესაძლოა, არეულობები მოაწყონ.
როგორც სააგენტო „ფრანს-პრესს“ რუსი გულშემატკივრების გაერთიანების ხელმძღვანელმა ალექსანდრე შპრიგინმა განუცხადა, ავტობუსი, რომლითაც გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ, საფრანგეთის პოლიციამ მარსელში დააკავა და 29 ადამიანს დეპორტაციის დადგენილება გადასცა.
რუსი გულშემატკივრების ავტობუსი ქალაქ ლილში მიდიოდა, სადაც 15 ივნისს რუსეთის ეროვნული ნაკრები სლოვაკეთთან მატჩს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები