„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ფალუჯიდან გაქცევას ცდილობდნენ

„ისლამური სახელმწიფოს“ 546 „ბოევიკი“ ერაყის ქალაქ ფალუჯიდან გაქცევას ცდილობდა. ისინი თავს ლტოლვილებად ასაღებდნენ, მაგრამ სამთავრობო ძალებმა დააკავეს. ფალუჯის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის სამთავრობო ძალებმა მაისში დაიწყეს. ექსპერტების აზრით, ის ფაქტი, რომ 500-ზე მეტი „ბოევიკი“ ქალაქიდან მიმალვას ცდილობდა, მეტყველებს იმაზე, რომ ტერორისტებს მის დასაცავად ძალები არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები