თურქეთში ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ტუნჯელის პროვინციაში, ძლიერი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily News იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა ადგილობრივი სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებდნენ. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, ტერორისტული აქტი „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო, რომელიც მსგავს თავდასხმებს ბოლო დროს რეგულარულად აწყობს. ერთი კვირის წინ მსგავსი სცენარით თავდასხმა სტამბოლში მოხდა. მაშინ 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები