პარიზის შემოგარენში პოლიციელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ პარიზის შემოგარენში პოლიციელის და მისი ცოლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავდასხმა წუხელ ღამით, პოლიციის ოფიცრის სახლთან მოხდა. უცნობმა ბოროტმოქმედმა პოლიციელს რამდენჯერმე დანა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მისი ცოლი და სამი წლის შვილი მძევლად აიყვანა. ტერორისტთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო, ამ დროს ტერორისტმა პოლიციელის ცოლი მოკლა, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ესმოდათ, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი: „ალაჰ აკბარ!“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები