რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმება ტარდება

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელად საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. მოულოდნელი შემოწმება 22 ივნისამდე გაგრძელდება და მისი მიზანია შეიარაღებული ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობის შემოწმება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საბრძოლო ქვედანაყოფები, ასევე რეზერვისტები. გარდა ამისა, შემოწმდება შეიარაღებული ძალების მართვის სისტემა, მოეწყობა ქვედანაყოფების მართვის მობილური საველე პუნქტები. საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ბოლო დროს რეგულარულად ტარდება. მიმდინარე წლის მარტში სადესანტო ძალებში ჩატარებული მოულოდნელ შემოწმებაში 30 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები