სილვიო ბერლუსკონის გულის ოპერაცია უტარდება

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის გულის ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პოლიტიკოსი მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გასულ კვირას გადაიყვანეს. ბარლუსკონის გულის აორტის სარქველს უცვლიან. ოპერაცია, სავარაუდოდ, ოთხ საათს გაგრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის წინ ბერლუსკონი მღვდელს შეხვდა. გარდა ამისა, მან ფეისბუქში დაწერა, რომ ღმერთის სწამს და იტალიელ მედიკოსებს ენდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები