დღეს გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება

„თი-ბი-სი გალერეაში“ დღეს მხატვარ გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – „თვალით და გონებით დანახული სამყარო”, გაიმართება. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომელიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა. პროექტი ასოციაციების – „მომავალი იწყება დღეს” და „ქალი, ბავშვი და სოციუმის” მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „თი-ბი-სი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები