ორ ინგლისელ გულშემატკივარს მარსელში მომხდარი ჩხუბის გამო პატიმრობა მიესაჯა

ორ ინგლისელ გულშემატკივარს მარსელში მომხდარ არეულობაში მონაწილეობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ინგლისის ნაკრების ერთ ფანს ორთვიანი, ხოლო მეორეს – სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, ორივეს საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში შესვლა აეკრძალათ. ორივე გულშემატკივარს პატიმრობა მიესაჯა პოლიციელისთვის ბოთლის სროლის გამო. მთლიანად მარსელში ჩხუბში მონაწილეობისთვის 20 პირია დაკავებული. მასობრივი არეულობა და ჩხუბი ინგლისის და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ და შემდეგ მოხდა. ასევე დაკავებულია რუსეთის ნაკრების ორი გუშემატკივარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები