კორპორაცია Microsoft-მა სოციალური ქსელი LinkedIn შეიძინა

კორპორაცია Microsoft-მა 26,2 მილიარდ დოლარად სოციალური ქსელი LinkedIn შეიძინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, ეს გარიგება მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამების უდიდეს კომპანიას და პროფესიული კონტაქტების ლიდერ სოციალურ ქსელს გააერთიანებს. LinkedIn-ს ამჟამად მსოფლიოში 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მხარეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი თავის ცნობად ბრენდს და დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Microsoft-ის შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების შემცირების გამო. ამასთანავე, პროგრამული უზრუნველყოფისგან კომპანიის შემოსავალი იზრდება. ამიტომ, კომპანია თავისი მომავალი საქმიანობის ამ მხრივ განავითარებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები