გერმანია უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 6 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას 6 მილიონ ევროს გამოუყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს გერმანიამ ანალოგიური პროექტის ფარგლებში უკრაინას 4,5 მილიონი ევრო გამოუყო. მისი მიზანია ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების პირველადი დახმარების საგნებით, პირველ რიგში, სურსათით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები