ფილიპინებში ისლამისტებმა კანადის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

 

„აბუ საიაფი“ დაჯგუფების ფილიპინელმა ისლამისტმა „ბოევიკებმა“ კანადის მოქალაქე რობერტ ჰოლი მოკლეს, რომელიც მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მძევალს ისლამისტებმა თავი მოჰკვეთეს. ეს ფაქტი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
ექსტრემისტები რობერტ ჰოლის გათავისუფლების სანაცვლოდ 6,5 მილიონ დოლარს მოითხოვდნენ. ჰოლი მეორე მსხვერპლია იმ ჯგუფში, რომელიც ექსტრემისტებმა გასულ წელს გაიტაცეს.
მიმდინარე წლის აპრილში გამტაცებლებმა სიკვდილით დასაჯეს კანადის მოქალაქე ჯონ რიდსდელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები