სომხეთის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

სომხეთის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები რუსეთისა და სომხეთის მიერ ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სივრცის შექმნის ხელშეკრულებას გასული წლის დეკემბერში სომხეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სომეხ დეპუტატებს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირონ.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ აქციის მონაწილემ მუშეგ დანიელიანმა განუცხადა, რუსეთის დაქვემდებარებაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადაცემამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მთიან ყარაბაღს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები