ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ორშაბათს გამართულ ვაჭრობაზე მსოფლიო ვალუტების მიმართ გაუფასურდა, ექსპერტები ამის მიზეზად ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დოლართან მიმართებაში გირვანქა სტერლინგი 1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 0,7 %-ით. Sunday Times-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა, შესაძლოა, 10%-ის სხვაობით გაიმარჯვონ.
„ინდეფენდენთის“ მიერ ჩატარებული კვლევით კი ,გასვლის მომხრეები 10%-ით მეტ ხმებს მიიღებენ. ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ამ რეფერენდუმის ჩატარება იყო, ამჟამად ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენას უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები