აზერბაიჯანში წყალდიდობამ 10 სოფელი დააზარალა

აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წყალდიდობამ 10 სოფელი დააზარალა. დანგრეულია საავტომობილო გზა და რამდენიმე ხიდი. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
„ისმაილის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები“, – განუცხადეს „აპას“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.
წყალდიდობამ ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენიც დააზიანა. ზოგიერთი სოფელი დენის და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები