ინდოეთში ავიაგამანადგურებელი „მიგ-27“ ჩამოვარდა

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი „მიგ-27“ ქალაქ ჯოდხპურის მახლობლად საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შენობასთან შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი აფეთქდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. კატასტროფის დროს მიწაზე მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს. ამ ტიპის თვითმფრინავები ინდოეთმა საბჭოთა კავშირისგან გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინა და მათ უდიდეს ნაწილს ექსპლოატაციის რესურსი უკვე ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები