ირაკლი ალასანია: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია

საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ალასანია განმარტავს, ევროპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის დარეგულირებაზეა დამოკიდებული.
“დღეს საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, თუმცა ევროპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის დარეგულირებაზეა დამოკიდებული. ეს საკითხი რამდენიმე თვეში დადებითად გადაწყდა, ამაზე ევროპაშიც არავინ დაობს. ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას ერთი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეს. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, მაქსიმუმი გაკეთდება მის მისაღებად და სკეპტიკურად განწყობილი მხარეები ჩვენს პოზიციებში უნდა დავარწმუნოთ. ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყნის შიდა მოვლენებთან მიბმული ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა აუცილებელია, არჩევნები სამართლიანად, ხარვეზების გარეშე წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ და ეს ევროინტეგრაციის პროცესზეც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები