რუსეთში არაყი ძვირდება

რუსეთში დღეიდან არაყი ძვირდება. ნახევარლიტრიანი ბოთლის საცალო ფასი 185 რუბლიდან 190 რუბლამდე მოიმატებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, კონიაკის და ბრენდის ფასი უცვლელი რჩება – 500 მილილიტრი კონიაკის ფასი 332 რუბლი იქნება, ხოლო ამავე რაოდენობის ბრენდის ფასი – 293 რუბლი. ძლიერ ალკოჰოლურ პროდუქციაზე რუსეთში მინიმალურ ფასს 2009 წლიდან სახელმწიფო აწესებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ჩრდილოვან ბიზნესთან საბრძოლველად კეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები