ავღანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 46 „ბოევიკი“ და 11 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 46 „ბოევიკი“ დაიღუპა. სამხედროების მხრიდან 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებს შორის იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჰაკანის ქსელის“ წარმომადგენლები. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ, საუბარია ავღანეთის სახმელეთო ძალებისთვის ავიაციის უფრო აქტიურ მხარდაჭერაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები