სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა მემორანდუმს გააფორმებენ
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატა ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ. როგორც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა იტყობინება, პალატებს შორის თანამშრომლობის დამყარების მიზანია, საქართველოს, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართულ და ბრიტანულ ბიზნესებს შორის კავშირის გაღრმავება და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაერთიანებული სამეფოს დონეზე გაზრდა.
ღონისძიებას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახაბერ ბაინდურაშვილი გახსნის. ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი, დირექტორი მაკო აბაშიძე აუდიტორიას თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივებს გააცნობს.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას მაღალი თანამდებობის პირები გაერთიანებული სამეფოდან, ბრიტანეთის ელჩი და მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და ადგილობრივი და ბრიტანული ბიზნეს კომპანიებისა და ასოციაციების წარმოადგენლები დაესწრებიან.