ლევან ვასაძე: მარგველაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა და როცა რამე არ მომწონს, ღიად ვუპირისპირდები

მარგველაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა და როცა რამე არ მომწონს, ღიად ვუპირისპირდები, – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი განცხადებით, საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძალიან დიდია, რადგან ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“ „მოაშორა“.
„ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ… მისი როლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში უარღესად დადებითია, რადგან მან მოგვაშორა „ნაციონალური მოძრაობა“. შედეგს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილიც არ ელოდა, რომ არა ციხის კადრები. ბიძინა შეგუებული იყო, რომ პარლამენტში უმცირსობით მოხვდებოდა, მაგრამ მაშინ ბრძოლაში შესვლა მისი მხრიდან ძალიან სიმამაცე იყო. არავის დავერიდები. მარგველაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა და როცა რამე არ მომწონს, ღიად ვუპირისპირდები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიძინა ხალხს არ ატერორებს და ფულს არ იპარავს, ძალიან იშვიათი რამეა მთელ რეგიონში! მთელი რეგიონი რომ დაიაროთ, ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც მმართველი არ ფულს არ იპარავს ან ხალხს არ ატერორებს, ან ორივეს არ აკეთებს! ბიძინა ამ სიბინძურისგან შორს დგას, რაც ჩემს თვალში ძალიან დიდი პლუსია“, – აცხადებს ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები