სალომე ჯაშის ფილმის ბრიტანული პრემიერა OPEN CITY-ზე შედგება

სალომე ჯაშის ფილმის “დაისის მიზიდულობა” ბრიტანული პრემიერა დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე Open City შედგება. ფესტივალი 21-26 ივნისს ლონდონში ჩატარდება, სალომე ჯაშის ფილმს კი კინოთეატრში PICTUREHOUSE CENTRAL 22 ივნისს, 18:15 საათზე აჩვენებენ.
“დაისის მიზიდულობა” საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება. ფილმი, ძირითადად, წალენჯიხის რაიონშია გადაღებული. იგი „საქდოკფილმის“ პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის “არტეს” მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები