თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლები თავისუფალ ლექციებს ჩაატარებენ

13 ივნისიდან თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლები თავისუფალ ლექციებს ჩაატარებენ. ივნისის თვეში, კვირაში ერთხელ 19:00 საათზე “არტარეას” ეზოში შეხვედრები, კინოჩვენებები და მნიშვნელოვან თემებზე საუბრები გაიმართება.
პროექტს კავკასიის ახალი კინოს სკოლა და „არტარეა“ ერთობლივად ახორციელებს. პირველი შეხვედრა თემურ ჩხეიძესთან 2016 წლის 13 ივნისს გაიმართება თემაზე “მსახიობი სცენაზე და ეკრანზე”. ასევე ივნისის თვეში დაგეგმილია დიტო ცინცაძის, რობერტ სტურუას, ლანა ღორობერიძის, ნინო კირთაძის, ლაშა ბუღაძის და გოგი მესხიშვილის ლექციები. თავისუფალი ლექციები სექტემბრის თვეში კვლავ გაგრძელდება, როდესაც შეხვედრების ციკლს დიმა მამულია, არტურ არისტაკისიანი, ალექსანდრე რეხვიაშვილის და ნანა ჯორჯაძე შეუერთდებიან. ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები