როდ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭეს

ბრიტანელ მომღერალს, როდ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭეს. მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მას დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მიანიჭა. ამჟამად 71 წლის როდ სტიუარტის ოფიციალური სახელია სერ როდერიკი. თავისი კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონამდე დისკი გაყიდა. „ბრიტანელი მაყურებლის და მსმენელის წყალობით მე მაქვს მშვენიერი ცხოვრება და გრანდიოზული კარიერა. ეს უდიდესი პატივია და მეტი არაფერი მსურს“, – განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები