„ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკებმა“ 19 იეზიდი გოგონა ცოცხლად დაწვეს

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 19 იეზიდი გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით სიკვდილით დასაჯეს. ისინი ქალაქ მოსულის ცენტრალურ მოედანზე რკინის გალიებში მიიყვანეს და ცოცხლად დაწვეს. ინფორმაციას „ქურთისტანის პატრიოტული კავშირი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასე დასაჯეს ტერორისტებმა გოგოები, რომლებმაც „ბოევიკებთან“ სექსუალურ კავშირზე უარი განაცხადეს. მკვლელობას ასობით ადგილობრივი მოსახლე უყურებდა, მაგრამ მათ გოგოები ვერ გადაარჩინეს.
მოსული – სიდიდით მეორე ქალაქია ერაყში. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ის 2014 წელს დაიკავა და მას შემდეგ იქ სხვადასხვა სისხლიან აქციას რეგულარულად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები