ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი მეათე პირი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც ბრიუსელში ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
პოლიცია მხოლოდ დაკავებულის სახელს ასაჯაროებს . მას ალი ჰქვია. ის ბრიუსელში, სხარბეკის რაიონში დააკავეს. ეს პირი მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში და ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 250 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები