შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შესვლის შემდეგ რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება
შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შესვლა, ბუნერივია, საპასუხო ზომებს გამოიწვევს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა განუცხადა. „ჩვენ ამას ვერ მივესალმებით და შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – განაცხადა კელინმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Porter DDG 78შავ ზღვაში 6 ივნისს შევიდა. ის ნატოს ხომალდების შემადგენლობაში წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შავ ზღვაში თავის სამხედრო ძალებს გაზრდის. ამის საპასუხოდ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს შავი ზღვის გადაქცევას „ნატოს ტბად“.