საფრანგეთში ინგლისის ნაკრების ფანებს და მარსელის მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ინგლისის ნაკრების ფანებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
ჩხუბში ინგლისის ნაკრების 100–მდე გულშემატკივარი და 50 ადგილობრივი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია მომხდარში მარსელის მოსახლეობას ადნაშაულებს. თავის მხრივ, ფრანგულმა მედიამ მომხდარში ინგლისელი გულშემატკივრები დაადანაშაულა, რომელთა ნაწილიც ნასვამი იყო.