ფოტოგამოფენა: „ანისი – ათას ერთი ტაძრის ქალაქი“ გაიმართება
11 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გაიმართება ფოტოგამოფენა „ანისი – ათას ერთი ტაძრის ქალაქი“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თურქეთში, ყარსის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ისტორიულ ქალაქ ანისის უნიკალური ფოტომასალა, რომელიც 2015 წელს ტურისტულ კომპანია „გუდ თრეველის“ ორგანიზებული ექსპედიციის დროს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა მოაგროვა.
“ქაჯეთის ციხე”, “ჩანგლი”, “ჩრდილის ტბა” – ამ და სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლთა ფოტოების გარდა, საზოგადოება ასევე იხილავს ისტორიულ ქალაქში შემორჩენილი ორი ქართული ტაძრის ფოტოებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ტაძარში ფოტოგრაფმა შეძლო წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკის გადაღებაც.