ჰოლანდიაში შვეიცარიული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

შვეიცარიულმა ავიაგამანადგურებელმა Northrop F-5–მა ჰოლანდიაში, ავიაშოუს რეპეტიციის დროს კატასტროფა განიცადა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი სხვა თვითმფრინავთან შეჯახება გახდა. ის ფრისლანდიის ტბაში ჩავარდა. მეორე საფრენმა აპარატმა დაფრენა უპრობლემოდ განახორციელა.
ავუიაშოუ ჰოლანდიის სამხედრო–საჰაერო ძალების იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები