ნაბას აკადემიაში ქართველი დიზაინერის პროექტმა პირველი პრიზი მიიღო

მილანში, ნაბას სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინერ თამთა გოცაძის პროექტმა „სახინკლე“ პირველი პრიზი აიღო. თამთა გოცაძის ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსი აკადემიამ „საკვები ობიექტისთვის ექსტრაორდინალური სივრცის“ შექმნისთვის გამოაცხადა. ქართველმა დიზაინერმა ნაციონალური კერძი – ხინკალი აირჩია და ინტერნაციონალური სახინკლის ინტერიერის დიზაინი მილანში გააგზავნა. მიღებული ჯილდო ნაბას აკადემიაში სწავლის საფასურის 60 პროცენტით დაფარვას გულისხმობს. 22 წლის დიზაინერს საშუალება აქვს, ინტერიერის დიზაინის სამაგისტრო პროგრამა მილანში გაიაროს.

13384832_1319501414745130_731042080_n

13393501_1319501418078463_440954256_n

13414068_1319501424745129_864028695_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები