ბილ გეიტსი აფრიკაში ქათმების მოშენებას იწყებს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი აფრიკაში ქათმების მოშენების მასშტაბურ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პროექტის მიზანია აფრიკის გაჭირვებული ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენა. გეიტსი რეგიონს 100 ათას ქათამს ჰპირდება. მისი თქმით, ქათმების მოშენება სიღარიბესთან ბრძოლის სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. მილიარდერის გაანგარიშებით, აფრიკელ ფერმერს, რომელსაც 5 ქათამი ჰყავს, სამ თვეში შეიძლება რაოდენობა 40-მდე გაზარდოს, ხოლო მისი შემოსავალი წელიწადში 1000 დოლარი გახდეს. ერთი წლის წინ გეიტსმა აზიის და აფრიკის ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის გეგმების შესახებ განაცხადა. ამის მიზანი ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და ებოლას ვირუსის გავრცელების დაუშვებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები