“მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ემხრობიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას” – მათიკაშვილი

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

“მოქალაქეებს აქვთ საშუალება, თავისუფლად დააფიქსირონ აზრი, ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ემხრობიან. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ემხრობიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ყველა იმ ტრადიციულ მიმართულებებს იზიარებენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების პოლიტიკის თახვედრაში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, უნგრეთში  საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები