ერაყში ტერაქტების სერიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა. ამის შესახებ „ალ-არაბია“ იუწყება. პირველი აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, ალ-ჯიდას რაიონში მოხდა. იქ თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მეორე აფეთქება ქალაქ ტაჯიში მოხდა, სადაც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომანქანა სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ააფეთქა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები