რადაში უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დადგენილებას განიხილავენ

უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილია მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვის დადგენილების პროექტი. მიმართვის ავტორები მსოფლიოს პატრიარქის ბართოლომესგან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მოითხოვენ.
დოკუმენტის მიღების ინიციატივით უმაღლეს რადას სპიკერმა ანდრეა პარიუბიმ და კიდევ ხუთმა დეპუტატმა მიმართეს. უკრაინაში ამჟამად მოქმედებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედის. ასევე აქ მოქმედებს მსოფლიო მართლმადიდებლური საზოგადოების მიერ არაღიარებული კიევის საპატრიარქო და უკრიანის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია.
დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლმა ნაციონალური ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე ბოლო 150 წლის განმავლობაში ოთხი ავტოკეფალიის შექმნას დაუჭირა მხარი. განცხადების ავტორები მოუწოდებენ ბართოლომეს, გამოსცეს შესაბამისი ბრძანებულება, რათა უკრაინის ავტოკეფალია შეიქნას. გარდა ამისა, იდეის ავტორები მოუწოდებენ მსოფლიო პატრიარქს, 1686 წლის აქტი ბათილად ცნოს, რომლის შედეგად მოსკოვმა კიეევის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები