თურქეთის ჯარმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 18 ტერორისტი გაანადგურა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 18 ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციაში ჩართული იყო არტილერია და ავიაცია. განადგურებულია ტერორისტების სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები. მიმდინარე წლის იანვრიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები სამხრეთ თურქეთის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. ამის შედეგად თურქეთის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები