რუსეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა „სუ-27“-მა მოსკოვთან ახლოს კატასტროფა განიცადა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კატასტროფა პუშკინის რაიონში მოხდა. ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ავიაგამანადგურებელი ტყეში ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები