ლაგოდეხში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა გარდაცვლილი მონადირეებიდან ერთ-ერთი, 2015 წლის დეკემბერში გაუჩინარდნენ. მათი ინფორმაციით, იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ოთხი მონადირე სანადიროდ 2016 წლის 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებდნენ. ერთ-ერთი დაკარგული მონადირის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები