იემენში ხუსიტების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა

იემენში, ხაჯას პროვინციაში ამბოხებული ხუსიტების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. „ალ-არაბიას“ ცნობით, ის საერთაშორისო კოლაიციის ავიადარტყმას შეეწირა. დაღუპულ საველე მეთაურს ტახა ალ-მუხთარი ერქვა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. იემენში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება. მასში, ერთი მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტის, აბდ რაბუ მანსურ ჰადის ძალები და, მეორე მხრივ, ამბოხებული ხუსიტები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები