დუმის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთავაზობენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის, დუმის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მუშაობას სთავაზობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „ტვც“ იუწყება. შესაბამისი თხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრმა ვიტალი ზოლოჩევსკიმ მიმართა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა იმუშავოს საქართველოსთან „ტრადიციულად მეგობრული და ძმური ურთიერთობების აღსადგენად“.
„ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით ორივე მხრიდან, ამ შეცდომებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ერთობლივი მოქმედება შევძლოთ. უნდა ვაღიაროთ წარსულში დაშვებული შეცდომები“, – განაცხადა ზოლოჩევსკიმ.
რუს დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამად ევროინტეგრაციის გზაზე გარკვეული სირთულეები შეექმნა და რუსეთმა ყველა ღონე უნდა იხმაროს თბილისთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესშიც შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები