პოლონეთში ნატოს ქვეყნების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

პოლონეთში ნატოს შეიარაღებული ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს, რომლებშიც 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნები ქალაქ ტორუნთან ტარდება. ეს ყველაზე მაშტაბური წვრთნებია „ვარშავის ხელშეკრულების“ დაშლის შემდეგ.
პოლონეთში ჩასულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო დივიზია, ასევე ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც აქ გერმანიაში განლაგებული ბაზიდან გადაისროლეს. მთლიანად მანევრებში 20 ქვეყნის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. სამხედრო წვრთნებზე ეუთოს დამკვირვებლები არიან მიწვეულები, მათ შორის ამ ორგანიზაციაში შემავალი რუსი დამკვირვებლებიც. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა მსგავსი მასშტაბის წვრთნებს უკვე უწოდა არამეგობრული ნაბიჯი და გააპროტესტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები