თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 10-13 ივნისს გაიმართება

2016 წლის 10-13 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომელიც ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.
ფესტივალში, ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი მონაწილეობენ, ასევე – ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენაისო (იაპონია), რაფალ ლუკი(პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე.
წელს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენას – იტალიის ერთ-ერთ საერთაშორი სოკონკურსზე – „Ibla Grand Prize” – საქართველოს სახელით დაწესდა პრემია,რაც გულისხმობს კონკურსის ლაურეატთა ჩამოყვანას საქართველოში.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დღე (12ივნისი) სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულებს დაეთმობა. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები