ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონს „დემოკრატიული პარტიის“ შიდა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონს „დემოკრატიული პარტიის“ შიდა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რომლის შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.
„მისი ისტორიული კამპანია მილიონობით ადამიანისთვის სულისკვეთების წყარო გახდა და ოჯახებისა და ბავშვების უფლებებისთვის მისი ბრძოლის გაგრძელებაა“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
ობამამ ასევე მადლობა გადაუხადა დემოკრატების წინასწარი არჩევნების მეორე კანდიდატს, ბარნი სანდერსს, რომელსაც ის ხუთშაბათს შეხვდება. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ კლინტონმა საკმარისი ხმები მოიპოვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები